Thursday, August 8, 2013

სერიული მკვლელების ტვინი და გენი


ისინივინც დაინტერესებულნი არიან კრიმინოლოგიით,  მკვლელების ტვინის გამოკვლევითან/და ნეირომეცნიერებით!




ნეირომეცნიერი: ჯიმ ფელონი        

           ნეირომეცნიერმაჯიმ ფელონმა, რომელიც გახლავთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ნეირობიოლოგიასა და ფსიქიატრიაშიგამოკვლევებით დაადგინა შემდეგისერიულ მკვლელებს დაზიანებული აქვთ ორბიტალური კორტექსი(Orbitofrontal Сortex)რომელიც თავის წინაშუბლის ქერქოვანი შრის ნაწილში მდებარეობს და რომელიც კონტროლს უწევს ადამიანის ქცევებსა და მორალს.


ორბიტალური/ფრონტალური კორტექსი

       

    გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მკვლელებს გააქტიურებული აქვთ ე.წ. “ძალადობრივი გენი” (Violence Genes) - MAOA,იგივე მონოამინოოქსიდაზა A (Monoamine Oxidases A), რომელიც წარმოადგენს საშიშ გენს, და რომელიც მდებარეობს მხოლოდ X ქრომოსომაში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული გენი, ანუ, მკვლელობა გენეტიკურად გადადის მხოლოდ დედიდან, რადგან გოგო შვილი X ქრომოსომას იღებს როგორც დედისგან, ისე მამისგან, მაგრამ ბიჭი შვილი X ქრომოსომას მხოლოდ დედისაგან იღებს. აი, რატომაა რომ ხშირად მამაკაცები არიან ფსიქოფათიური მკვლელები.


სეროტონინი



  გამოკვლევით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული გენი- მონოამინოოქსიდაზა A „ახშობს“, თრგუნავს იმ გენებსა და ამინომჟავებს, რომელიც გამოიმუშავებს სეროტონინს, ხოლო სეროტონინი (ქიმიური ნივთიერება ცენტრალურ ნევრულ სისტემაში) კი თავის მხრივ იწვევს ადამიანში ბედნიერების, სიმშვიდის განცდას.





    საინტერესო ფაქტია ის, რომ ჯიმ ფელონმა გამოკვლევისას  გაიკეთა მისი და მისი ოჯახის წევრების ტვინის პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება(PET), რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ  ოჯახის წევრებს შორის მხოლოდ მას ჰქონდა ორბიტალური კორტექსზე ზუსტად ისეთივე დაზიანებები , როგორიც აქვთ სერიულ მკვლელებს. ამის  შემდგომ ჯიმ ფელონმა გადაწყვიტა მოეძია თავისი წინაპრების ისტორია, რა დროსაც აღმოჩნდა რომ მას წინაპრებში ბევრი სერიულო მკვლელი ჰყოლია.. 


ჯიმ ფელონისა და მისი ოჯახის წევრების ორბიტალური კორტექსი

 

     ჯიმ ფელონი მიიჩნევს რომ მისი სერიული მკვლელად ჩამოყალიბების პრევენცია განაპირობა გარემო, სოციალურმა ფაქტორებმა, კერძოდ, იგი ამბობს: „მე მქონდა არაჩვეულებრივი,საოცარი ბავშვობა, მაგრამ მე რომ ცუდი ბავშვობა მქონოდა და ცუდად მომქცეოდნენ, ვინ იცის?- შეიძლება დღეს  სერიული მკვლელიც კი ვყოფილიყავი...“


No comments:

Post a Comment