Thursday, August 8, 2013

ვიპოვნო ჩემი ნამდვილი „მე“ !...


 ჩვენი არსების სიღრმეში ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და ყოველგვარი უსარგებლობის ჩამოშორება ძალიან ჰგავს ძველი კედლის მხატვრობის ანდა დიდი მხატვრის ნახატის გაწმენდას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მხატვრის მიერ შექმნილი ჭეშმარიტი სილამაზის ზემოდან უგემოვნო ადამიანებმა გადაღებეს. თავდაპირველად, რაც მეტად ვასუფთავებთ, მით მეტად ჩანს სიცარიელე, და გვეჩვენება, რომ მხოლოდ წავახდინეთ ის, რასაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მცირეოდენი სილამაზე მაინც; თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც იყო. შემდეგ კი ჩვენ უკვე ვიწყებთ ნამდვილი სილამაზის შეცნობას, რომელიც უდიდესმა მხატვარმა თავის ქმნილებაში ჩადო; ჩვენ ვხედავთ უბადრუკობას, შემდეგ შუალედში - სრულ ქაოსს, მაგრამ, ამავე დროს, შეგვიძლია ჭეშმარიტი სილამაზის ამოცნობაც. და მაშინ აღმოვაჩენთ, რაც ვართ: უბადრუკი არსება, რომელსაც ღმერთი ესაჭიროება, მაგრამ არა იმისთვის, რომ სიცარიელე შეავსოს, არამედ იმისათვის, რომ ღმერთს შეხვდეს.


 მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

No comments:

Post a Comment