Thursday, August 8, 2013

მიუღწეველი ქვეყანა

ეთიკა და ტექნიკა 

ძალიან ბევრი ადამიანი ყოველგვარ უბედურებაში თანამედროვე ტექნიკას სდებს ბრალს.

მაგრამ განა მართლაც ტექნიკაა დამნაშავე, თუ დამნაშავენი ისინი არიან, ვინც ტექნიკას ქმნიან და ბოროტად იყენებენ მას?!

განა ხის ჯვარია დამნაშავე, თუკი ვინმეს მასზედ გააკრავენ?! ან, განა ჩაქუჩს უნდა დავდოთ ბრალი, თუკი მისი საშუალებით მეზობლები ერთმანეთს გაუტეხენ თავებს?!

ტექნიკა უგრძნობია როგორც სიკეთის, ისე ბოროტების მიმართ.

ერთი და იგივე მილები შეიძლება, წმინდა წყაროს წყლის გამოსაყვანადაც გამოვიყენოთ და იმისთვისაც, რომ ტუალეტიდან სიბინძურე გარეთ გავუშვათ.

ბოროტებას მკვდარი ტექნიკა კი არ წარმოშობს, არამედ-მკვდარი ადამიანური გული.

წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)



No comments:

Post a Comment